Montag, 5. September 2011

შნო და უშნოობა

ვზივარ სამზარეულოში და ვწერ, ვსვამ, ვფიქრობ. ფანჯრიდან ვხედავ ფოტოგრაფს რომელსაც დიდი ხანია ვუხედავ... ხან გახდილს, ხან მომუშავეს, ხან მოკოცნავეს, ხან ... უი, ახლა აღმოვაჩინე რომ ძაღლიც ყოლია. თეთრი პუდელი. როგორ არ უხდება :(

არც ის ქერა გელფრენდი უხდება. მაგრამ ვამჩნევ რომ ერთი პროფილიდან არიან, ეს ქმნის და ის აუცილებლად პიარს უკეთებს. ალბათ წიწმატაა, მშრალი და მდგრადი.

ასეთი ქალი რომ ხარ და თაროზე წაგათვლემს, ზუსატად მაშინ შეგამჩნევს მყიდველი და იფიქრებს, უი, ეს რა შნოიანი ქალია, თავს კარგად უვლის, სამსახური და შემოსავალი აქვს, ასე რომ ერთად შვებულებებს გავაკეთებთ და ერთად ვირბენთო. (ასეთი ქალების უმრავლესობა ასევე დარბის და იკვებება მხოლოდ ეკოლოგირი საკვებით).


მოკლედ აიღებ თაროდან ასეთ ქალს და კასასათან შენს მომავალს დაგეგმავ. სტაცებ ხელს ამ შეუდარებელ პროდუქტს და წახვალ წარმატებული.  
ცოტა ჩქარი ნაბიჯით წახვალ. იმიტომ რომ, არიან ისეთ ქალებიანი თაროები, რომელთაც არ უნდათ მუშაობა ერთობლივი პროექტების აღსასრულებლად, და ისე თანასწორობის ხაზგასასმელად, იქეთ გაჩუქებენ თუ გინდა საგზურს და ფანტაზიაზე მიქირავებულ სექსუალურ რეალიზებებს პეკარიბის კუნძულებზე. 

ეგ საშიში თაროები თავისუფლების იქეთა სექციაა. სადღაც მარჯვნივ, ისე ძნელია მიგენება, კაცებისგან ვიცი :)

ისე, ამ დახლების და თაროების სიმრავლეში შეიძლება დაიკარგო, მაგრამ ამდენი შეთავაზებებიდან შეიძლება ასევე გამოფხიზლდე და დაჯდე სადმე პარკში. აპლაკო ფეხები სკამის ზურგზე და წათვლიმო.

ან რად გინდა ძალისხმევა, თუ მაინც არ გეძებენ, გენაცვალე?  დაიძინე, რადგან შენ რომ გაქვს შესათავაზებელი, ეგენი სეილის მერეც აღარავის უნდა.

მგრძნობიარე გონებაზე უსარგებლო ცოტა რამე არსებობს, ვერც სპორტში იყენებ, ვერც შვებულებაში და ვერც საერთო კაპიტალის მოვლა-გამრავლებაში.

თუმცა გარანტირებულია მუდმივი უკმაყოფილების მოგერიების იმუნიტეტი. ემოციური ინტელექტუალები არავის აძევენ სრული პერფექციონიზმის უფლებას. რადგან ასეთი, არ არსებობს, გენაცვალე! :)
ისე, რაზე ვფიქრობდი სამზარეულოში რომ გავედი? ჰო, ისე კაცი, ფოტოგრაფი ჩემი ფანჯრიდან.

05.09.2011