Montag, 20. Mai 2013

Karneval der Kulturen in Berlin კულტურების კარნავალი ბერლინში

Heute habe ich den Straßenumzug des Karnevals verpasst, aber ich habe mich an die Bilder erinnert, die ich im 2012 geschossen habe.

Diese Bilder bringen mir immer eine gute Laune, gekocht in einem Topf mit der Sonne, Farben,
Kostüme, Mustern, Liebe, Tanz und Rausch.

... Mehr kannst Du selber in den Fotos entdecken...


გუშინ, 2013 წლის 17 მაისს მუზეუმში ვმუშაობდი და ვეღარ მივუსწარი ბერლინის კულტურების კარნავალს, უფრო სწორად ვერ მივუსწარი მის მთავარ მოვლენას, როცა თითოეული ეროვნება ცეკვით და მუსიკის, ულამაზესი კოსტიუმებით მოძრაობს ბერლინის ერთერთ ყველაზე ალტერნატიულ რეგიონ კროიცბერგში, როგორც მატარებელი.
...
პირველი ვაგონი მექსიკა, აბა გაჩერდააა, იცეკვეს იცინეს და წავიდნენ. შემდეგი ვაგონი გუატემალა... და ასე დაუსრულებლად...

წლევანდელი ფოტოები სამწუხაროდ მხოლოდ რამოდენიმე მაქვს, მაგრამ შარშანდელები დავქექე, ძალიან კარგები, და ეხლა ერთად მივყვეთ მოვლენებს.

 
კულტურების ფესტივალი ბერლინში 
 
 მოლოდინი
 
 17 მაისს როგორც წესი კარგი ამინდია, ხალხიც განსაკუთრებით ბედნიერი და ლაღია.

 
                   ხალხი ელოდება კარანვალის დაწყებას, აივნებიდან, ფანჯრებიდან და ქუჩებში.


 სახლში აწყობენ DJ ფართის
 
 
 
 
და მზით, ფერებით დ ალკოჰოლით იჯავშნებიან.
 
 
 
ყველა ასაკის
 
 



ყველა ეროვნების და კანის ფერის





 ყველა სექსუალური იდენტობის




ყველა ფერის და სტილის




  და რათქმა უნდა ის, ვინც ამას ყველაფერს ასე ხედავს :)
 
 
და წავიდა ....
 









ეს იყო უსაყვარლესი ბაბუ :)


 
















 აქ ქართველ მკითხველს იმედია არ შეეშინდება, ბოროტი და კეთილი ძალის ამბავში :)

 
ეს პერფომანსი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მონაწილეობით ხდება, იმისთვის რომ ყველა ადამიანმა საზოგადოების ნაწილად იგრძნოს თავი.
 









კარნავალის განმავლობაში მაყურებელი უფრო და უფრო აქტიურდება
 
 

 
 









 
კარნავალზე ზოგიერთ პერფორმენსში სოციალური და პოლიტიკური პროტესტის ელემენტები ჩნდება.
 


 
 თუმცა ეს კარნავალი მაინც უფრო Flower Power და მრავალფეროვნების უნივერსალურობაა.
 
 
 



 
რა ლამაზია...



 
აი, ასეთი მშვენიერია კულტურა, რომელიც შეიძლება ერთ კონკრეტულ ადგილას და ერთ კონკრეტულ დროში გაერთიანდეს, მაგრამ მაინც აუთენთური და ინდივიდუალური, კონკრეტული და ხასიათობრივი დარჩეს.
 
~ ~ ~
კულტურული თანაცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ ვიღაცის ატანას შენს გვერდით, კულტურული თანაცხოვრება ნიშნავს იმას, რომ დღეს დალევ იტალიურ ღვინოს, ხვალ გააკეთებ ესპანურ საჭმელს, ზეგ გეყოლება მეგობარი ჰიმალაიდან და მაზეგ მაინც გაიღვიძებ ის ადამიანი რაც იყავი, იგივე წარმომავლობით და სახელით, ოღონდ უფრო მდიდარი, გონება გახსნილი, შემწყნარებლური და ადამიანური, გახსნილი და ბედნიერი.