Samstag, 8. Oktober 2011

ფიფქი ფიფქი ფიფქი


მივდივარ და გიტოვებ ჰესეს ზაბეტს, პავიჩის ლილითს, იოკო ონოს და ჯენის ჯოპლინს.

გიტოვებ სიზმრად, ძუძუშემდგარ ქალთევზას, მედუზლორწოვან კოცნით და სელაპურებრი კანით.

გიტოვებ ჩემს ყურებს, სატელეფონო ნიჟარებს, გიტოვებ ჩემს წითელ, ყვითელ თმებს და მათ კვანძზე მოკონწიალე ჩემს სულმოუთქმლობას.

გიტოვებ დდტ–ს წვიმას, ჩარკვიანის ამოს და რობერტიას აპკს, რომელიც დიდი ხნის წინ დაგიტოვე.

გიტოვებ მზეს მაისში, არაყის სუნი რომ ასდის.

მთვარეს, შენი ეზოს ვარსკვლავებზე რომ იცდის, როდის ავალთ კიბეებზე და მერე ოთახში. (2004)

ოთახში, სადაც შენ ქვეშაფსია ბავშვივით და მე შეყვარებული იდიოტივით ვიღრიჯებით, რადგან სუსტებს და ვნებიანებს ირონია აერთიანებთ.

როცა ამ გზას ვირტუალურად  5.410 კილომეტრს უკან, შენი ქვეშაფსიობიდან ჩემს პოხუისტობამდე გამოვივლი, ვხვდები რომ არაფერსაც არ დაგიტოვებ (!!!) და თან აუცილებლად წავალ ისევ 5.410 კილომეტრს იქეთ. (2011)